აგულაშვილი: ვიზიარებ თავდაცვის მინისტრის განცხადებას
გარემოს დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილის თქმით, საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბების შესახებ ბრალდებები, დიდი ალბათობით, ვერ დადასტურდება, რადგან ამის ფაბრიკაცია გამორიცხულია.
მინისტრი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა და „რუსთავი 2-თან“ საუბარში აღნიშნა, რომ იგი თავდაცვის მინისტრის განცხადებას იზიარებს.
„მედია, სოციალური ქსელები, ტელევიზიები... ნიჰილიზმის დანერგვა ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, ყველაფერი ცუდი რომ დასავლეთიდან მოდის თურმე, ყველაფერი საუკეთესო - ჩრდილოეთიდან, მზე რომ ჩრდილოეთიდან ამოდის თურმე - ასეთი მესიჯები იტნენსიურად ისმის, რაც, რა თქმა უნდა, მიმართულია საზოგადოების დიდი ნაწილის დეზორიენტაციაზე და მე ამ თვალსაზრისით ვიზიარებ თავდაცვის მინისტრის განცხადებას“ - თქვა მინისტრმა.