ამ ბინძური აჟიოტაჟით უნდათ თავზე ლაფი დამასხან - ილია ჯიშკარიანი

 
საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი „ტვ პირველთან“  გადაცემა „პირველებში“ მის ირგვლივ გამოთქმულ ბრალდებებზე საუბრობს. ილია ჯიშკარიანი თქმით, რაც მის მიმართ ბრალდებები ჟღერდება,  ეს არის  ტყუილი, სიბინძურე და შავი პიარი, რომელიც მის ირგვლივ მიზანმიმართულადაა აგორებული. ჯიშკარიანისთვის ყველაზე სამწუხაროა, რომ ასეთი ბრალდებებით სხვადასხვა „ენჯეოებმა" და მედია საშუალებებმა განაჩენი გამოუტანეს.  საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი ასეთ მდგომარეობაში, რომ ვარ. სასამართლო პროცესები მალე იქნება და იქ ბევრი რამ გაირკვევა. ეს ყველაფერი შეთხზულია. ეს არის სპეციალურად მიმართული ჩემი სახელის გაფუჭებისთვის. რა თქმა უნდა, ამით პარტიასაც ზიანი მიადგება. ჩემს ადამიანობს ვინც იცნობს, ყველამ კარგად იცის რასაც ვამბობ. 54 წელია ისე ვიმსახურე, რომ ჩემთვის საყვედური არავის უთქვამს. ექიმების დახმარებით მე მოვძლიერდები და ამ სიმართლეს დავამტკიცებ“,-აცხადებს ილია ჯიშკარიანი. დეპუტატის თქმით, თამთა თოდაძე 2017 წელს გაიცნო. „ძალიან გაბრაზებული ვარ ამ ახალგაზრდა გოგონაზე. ჩემთან პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციიდან, ახალგაზრდების რეკომენდაციით მოხვდა და არ ვიცნობდი". მას კარიერული წინსვლა უნდოდა და როგორც, დეპუტატი ამბობს, ამაში შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა.   „ვერ გეტყვით მას ეს დაზიანებები საიდან აქვს. მე ვნახე დღეს გამომძიებლის მიერ ჩვენება, სადაც ამბობს, რომ კომპიუტერი მან გადმოაგდო. რა თქმა უნდა, მეც იქ ვიყავი. ამაზე დაწვრილებით საუბარი ჭორაობას დაემსგავსება. იმ ახალგაზრდების  მერიდება ვინც მას რეკომენდაცია გაუკეთა. ყველაფერს ფარდა მალე  აეხდება. ახლა ჩემს ინტერესში  შედის, რომ ამ გამოძიებაზე რეალობა დადგინდეს. მე მას ხელით არ შევხებივარ“, - აცხადებს ილია ჯიშკარიანი.