ამომრჩევლის აქტივობის საბოლოო მონაცემები
2019 წლის შუალედურ არჩევნებში ხმის მიცემა 20:00 საათზე დასრულდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საბოლოო მონაცემებით მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩევლის აქტივობა 34.27% იყო, რაც 2019 წლის შუალედურ არჩევნებში სხვა ოლქებთან შედარებით ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
როგორც ცესკო-ის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ თქვა, ყველაზე დიდი აქტივობა 2019 წლის შუალედურ არჩევნებში საგარეჯოში იყო, სადაც 20:00 საათისთვის ამომრჩევლის 74.56% მივიდა.
რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველის აქტივობა ასე განაწილდა:
ზუგდიდი - 46.88%
მარნეული - 35.82%
ჭიათურა - 43.26%
ზესტაფონი - 57.03%
ტყიბული - 39.85%
წყალტუბო - 52.05%
ოზურგეთი - 45.45%
ხულო - 58.21%
ადიგენი - 56.41%
ახმეტა - 50.57%
2019 წლის 19 მაისს თბილისში, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართა.
რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მერების რიგგარეშე, ხოლო საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართა.