ანგარიში: საქართველოში ინსტიტუციებში მცხოვრები 1000-ზე მეტი ბავშვის უფლებები ირღვევა

 
ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ ანგარიშს(პოლიტიკის დოკუმენტს) აქვეყნებს, რომელიც ბავშვების უფლებებსა და ამ კუთხით არსებულ პრობლემებს ეხება. ავტორთა შეფასებით, საქართველოში მოქმედი ჩრდილოვანი სისტემა ასეულობით ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებს და ბავშვისთვის ძალადობის საფრთხეს ქმნის. ბავშვის უფლებებზე ზრუნვას საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების დღის წესრიგი ითვალისწინებს.  „ბავშვები, რომლებიც ფაქტობრივად  არცერთ სახელმწიფო უწყების მონაცემებში არ ჩანან - თითქოს არ არსებობდნენ - რეალურად საფრთხის შემცველ პირობებში ცხოვრობენ და ყოველდღიურად ექვემდებარებიან არასათანადო მოპყრობასა და ძალადობას. ამ ბავშვების შესახებ არც ადგილობრივ და არც საერთაშორისო საზოგადოებს არ აქვს ინფორმაცია, ვინაიდან დღემდე მათი ოფიციალური რეგისტრაცია არ განხორციელებულა",- აღნიშნულია ანაგრიშში. პოლიტიკის დოკუმენტის ავტორთა შეფასებით, ამ ბავშვების უფლებებეს მშობლებიც ვერ იცავენ, რადგან საკმარისად ინფორმირებულები არ არიან. „როგორც ეროვნულმა კვლევებმა გვიჩვენა, ბავშვთა სიღარიბის უკიდურესი გამოვლინება ბავშვთა ინსტიტუციებში მოთავსებაა. მშობლები სიღარიბის მიზეზით უარს ამბობენ საკუთარ შვილებზე, ხოლო სახელწმიფო, იმის ნაცვლად, რომ მათი დახმარების მიზნით უზრუნველყოს მრავალფეროვანი სერვისები და ამით ხელი შეუწყოს ბავშვებთან დაშორების პრევენციას ან/და ბიოლოგიურ ოჯახში მათ რეგისტრაციას, თვალს ხუჭავს არალეგალურად გახსნილ ინსტიტუციებზე და პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, მათ თავიდან იცილებს“. როგორც ანგარიშის ავტორები წერენ, ასოცირების დღის წესრიგიდან მიღებიდან გასულმა ორმა წელმა ცხადყო, რომ სახალო დამცველის მანდატი ამ პრობლემების გადასაჭრელად საკმარისი არ აღმოჩნდა და ინსტიტუციებში მყოფი ბავშვების უფლებების დარღვევაზე სამოქალაქო სექტორმა უნდა გამოხატოს მწვავე და დროული რეაქცია. პოლიტიკის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2015 წელს საქარტველოს სახალხო დამცველის მიერ სპეციალურ ანგარიშში აღწერილი, ჩრდილოვან ბავშვთა სახლებში ბავშვების მიმართ არასატანადო მოპყრობის ფაქტები ჯერაც რეაგირების გარეშეა დარჩენილი.  როგორც 2016 წელს ბავშვთა გაყიდვის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის საკითხებში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მო დე ბოერ-ბუკიკიომ საქართველოში რვადღიანი ვიზიტის შემდეგ თავის ანგარიშში აღნიშნა: „მიუხედავად იმისა, რომ საქარტველოში რამდენიმე წლის წინ დაიწყო ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი და დაიზურა სახელმწიფოს მმართველობაში არსებული ბავშვთა დიდი ზომის ინსტიტუციების უმრავლესობა, კვლავ ფუნქციონირებს დიდი ზომის ინსტიტუციების მნიშნველოვანი რაოდენობა, რომელიც მესამე პირების მიერ არის შექმნილი“.  ამავე საკითხზე ინფორმაცია მოხვდა ასოცირების დღის წესრიგის პირველი წლის შეფასების დოკუმენტშიც, თუმცა პრობლემა არც ამით გადაწყვეტილა და როგორც უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული კვლევები მოწმობს, კიდევ უფრო გაღრმავდა. 2016 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში ფუნქციონირებს სახელმწიფო რეგულირების მიღმა არსებული ბავშვთა 36 დიდი ზომის სადღეღამისო დაწესებულება, სადაც 1146 ბავშვი ცხოვრობს. „ასეთი დაწესებულებების არსებობის გამართლებას მათი დამფუძნებლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები ბავშვების შიმშილისგან გადარჩენის მიზნით ცდილობენ. თუმცა ამგვარი არჩევანის დაყენება იმთავითვე არასწორი და კანონსაწინააღმდეგოა, ვინაიდან გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, ყველა ბავშვს შეუქმნას ზრდისა და განვითარების პირობები და ერთი უფლების (განვითარების პირობების ქონის) დასაცავად დაუშვებელია მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, უფლების (ოჯახში ცხოვრების) დარღვევა“,- ვკითხულობთ ანგარიშში. ანგარიშის ავტორთა ინფორმაციით, ბავშვებზე ზრუნვის ჩრდილოვან დაწესებულებებში ბავშვთა ჩარიცხვის გამართლებას მათი დამფუძნებლები ბავშვების განათლების უფლების უზრუნველყოფის არგუმენტითაც ცდილობენ. რელიგიური დაწესებულებების უმრავლესობა მიუთითებს, რომ მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები ბავშვები განათლებას ვერ იღებენ სკოლების არარსებობის გამო და მათთვის ერთადერთი გამოსავალი ინსტიტუციაში მოთავსებაა. ამ არგუმენტს განათლების სამინისტროც იზიარებს. თუმცა პოლიტიკის დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამგვარი მიდგომა მცდარია, რადგან ეს ქმედება ბავშვების ოჯახებისგან მოწყვეტას წაახალისებს.  „მოუგვარებელი რჩება 2017 წლის 1 სექტემბრამდე ჩრდილოვან ბავშვთა სახლებში მცხოვრები ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის სისტემატური და ყოვლისმომცველი მონიტორინგის ჩატარების საკითხი. მათ მიმართ ამჟამად მიმდინარე ძალადობის და არასათანადო მოპყრობის დროში გახანგრძლივება შეუქცევად ზიანს გამოიწვევს“.