არამწეველი და მწეველი ბრალდებულები/მსჯავრდებულები სხვადასხვა საკანში მოთავსდებიან
დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში არამწეველი და თამბაქოს მომხმარებელი ბრალდებულები/მსჯავრდებულები ცალ-ცალკე საკნებში განთავსდებიან.
აღნიშნულ საკითხს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით, პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შესული ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც უკვე ძალაშია.
ცვლილებების მიზანი თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან თავის არიდებაა.