აშშ თურქეთისთვის F-35 ტიპის თვითმფრინავების მიწოდებას შეაჩერებს
აშშ-სა და თურქეთის მთავრობებს შორის შეთანხმებას, რომლითაც ანკარას 100 F-35 ტიპის თვითმფრინავი უნდა მიეღო, სენატორთა ნაწილი ჯერ კიდევ ხელშეკრულების გაფორმებამდე ეწინააღმდეგებოდა.
აშშ-ის ხელისუფლებამ თურქეთთან ხელშეკრულება მაინც გააფორმა და 2 გამანადგურებელი გადასცა. ამასთან, ანკარამ რუსეთისგან S-400 ტიპის თავდაცვის სისტემების შესყიდვაც გადაწყვიტა, რის გამოც თვითმფრინავების გადაცემის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა ვაშინგტონში გაიზარდა.