აუდიტი „ქართული ოცნების" 200 000-მდე ლარით დაჯარიმებას ითხოვს
შესაძლოა, პარტია "ქართული ოცნებას" 199 170 ლარი ჯარიმის გადახდა დაეკისროს.
დღეს გამოქვეყნდა საპრეზიდენტო არჩევნების ფინანსური აქტოვობების მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში, საიდანაც ვგებულობთ, რომ აუდიტის სამსახურის მიერ მოკვლეულია დარღვევა: - კერძოდ პარტია "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად 99 585 ლარი დახარჯა აგიტაციისთვის ფეისბუქზე.
შესაბამისად, შესაძლოა, "ქართულ ოცნება" ამ აგიტაციის ორმაგი ოდენობის ჯარიმა დაეკისროს.