აუზი, საფეხბურთო მოედანი, მედიათეკა - რა იგეგმება „ახალ მზიურში"

 
კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად პარკ „მზიურში“ პროექტ „ახალი მზიურის" პრეზენტაცია გამართა.  „ეს პარკი იყო მოწმე ნგრევის და იქნება მოწმე შენების"  - განაცხადა თბილისის მერმა.  კალაძის თქმით, დაგეგმილია სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი, კეთდება მედეათეკა, მინი-გალარეა, მოეწყობა სხვადასხვა რეკრეაციული ზონა. დაგეგმილია გამწვანების პროექტი. მოეწყობა მინი-ფეხბურთისა და სკეიტბორდის მოედნები და სხვადასხვა სპორტული დატვირთვის სივრცეები. მაია ცქიტიშვილის თქმით, ასევე განთავსდება აუზი.  მინისტრის თქმით, პროექტი 2019-2020 წლებში განხორციელდება.  „ეს იქნება ახალგაზრდების ოცნების სახლი“. - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.  პროექტს ახორციელებს თბილისის მერია, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად. ფინანსურად ევროპის საინვესტიციო ბანკი ეხმარება.  ვიდეო:  ინფრასტრუქტურის სამინისტრო