ავტომაგისტრალზე სამგზავრო ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა - დაიღუპა 1 ადამიანი
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან სამგზავრო ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა. შედეგად, ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პირველადი ინფორმაციით კი 6 დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
როგორც „ლიბერალს" შსს-ში განუცხადეს, გამოძება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
უწყების ცნობით, გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა შეფერხებულია. ტრანსპორტი კასპის მიმართულებით მოძრაობს.
ფოტო: „რუსთავი 2";