ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცხეთაში 12 ადამიანი დაშავდა

 
მცხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამარშრუტო ტაქსი განათების ბოძს დაეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.  შსს-მ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, ეს მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას,რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.