ბაბლუანი, სულთანიშვილი, ჩხეიძე - ვინ წარადგინა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა ცესკოში

 
დღეს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს საინიციატივო ჯგუფთან ერთად საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციისთვის მიმართა.  სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა საინიციატივო ჯგუფმა, რომლის წევრებიც არიან: თეიმურაზ ბაბლუანი, ვახტანგ ლაღიძე, რუსუდან გლურჯიძე, სიმონ პეტრიდისი, ივანე იანტბელიძე, გურამ სულთანიშვილი, გიორგი კალანდია, ქეთევან კიღურაძე-გოგილაშვილი, თამარ ჩხეიძე, ივანე მაჭავარიანი, ანგი ხუციშვილი. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო კამპანიას, ოფიციალურად, დიდი ჯიხაიშიდან, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან დაიწყებს.  „ეს არ არის საბოლოო რეგისტრაცია. მოგვიანებით უნდა მოვიტანოთ მხარდამჭერთა ხელმოწერები. ამაზე მუშაობას ხვალიდან ვიწყებთ იმისათვის, რომ თბილისსა და რეგიონებში ჩემი ყველა მხარდამჭერის ხელმოწერა შეგროვდეს." - განაცხადა ზურაბიშვილმა.