ბალაგის ინფორმაციით, ზიდანი „რეალ მადრიდის" მწვრთნელად ბრუნდება

 
ზინედინ ზიდანი „რეალ მადრიდის" მწვრთნელის პოზიციაზე ბრუნდება - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპული ფეხბურთის ექსპერტმა გილემ ბალაგმა განაცხადა.  ზიდანი სანტიაგო სოლარის ჩაანაცვლებს, რომელიც ამ პოზიციას 5 თვემდე პერიოდი იკავებდა.  ზიდანმა „რეალ მადრიდი" მაისში დატოვა. გუნდი ლა ლიგაში მესამე ადგილზეა და „ბარსელონას" 12 ქულით ჩამორჩება.