ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა თამარის დასახლებაში დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. მუხლი ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობას.