ბათუმში მშენებარე სტადიონიდან მუშა გადმოვარდა

 
ბათუმში მშენებარე სტადიონიდან მუშა გადმოვარდა. როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო.  „ბათუმელების“ ცნობით, მამაკაცს დაზიანებული აქვს ფილტვი და ნეკნები. მისი მდგომარეობა მძიმეა და ამ წუთებში დაშავებულს ოპერაცია უკეთდება.