ბავშვებს ყველაზე მეტი ტყვია სისხლში აჭარასა და გურიაში აღმოაჩნდათ - კვლევა

 
საქართველოში ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება  10 მკგ/დლ-ს. ასეთია შედეგები ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევისა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.    როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრი აცხადებს, სხვადასხვა მასშტაბის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს. კვლევის შედეგების მიხედვით, სისხლში ნორმაზე მეტი ტყვიის მაჩვენებელით პირველ ადგილზეა აჭარა და შემდეგ მოდის გურია.