ბენქსიმ ათი ახალი გრაფიტის ავტორობა დაადასტურა
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ინგლისის აღმოსავლეთ სანაპიროს ქალაქებში ქუჩის მხატვრობის 10 ნიმუში გაჩნდა. ბენქსიმ დაადასტურა, რომ ნამუშევრები მისი შექმნილია და ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო სახელწოდებით „A Great British Spraycation“.
ახალი გრაფიტი და ინსტალაცია გაჩნდა გრეიტ-იარმუთში, კინგს-ლინში, გორლსტონში, კრომერში, ასევე ლოუსტოფტში და ოლტონ-ბროდში.
მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბენქსი 3,5 მლნ ევროზე მეტის შეგროვებას აპირებს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურისათვის, რისთვისაც აუქციონზე გასაყიდად გაიტანა გრაფიტი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღის დროს, საუთემპტონის მთავარ საავადმყოფოში გაჩნდა.