ბერა ივანიშვილი: „ბასიანი“ ჩემი არასოდეს ყოფილა და არც რამე კავშირი მაქვს მის მფლობელებთან

 
ოფიციალური ინფორმაციით, კლუბ „ბასიანში“ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 4 ადამიანი გარდაიცვალა. ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მეგი გოცირიძემ „ფეისბუქზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ბერა ივანიშვილის კლუბი „ბასიანი“ ნამდვილ სასაკლაოდ იქცა და იქიდან ახალგაზრდების გვამები გამოაქვთ. „ბერა ივანიშვილის კლუბი “ბასიანი” ნამდვილ სასაკლაოდ იქცა, სიგარეტსა და პრეზერვატივებთან ბრძოლას , ნარკორეალიზატორებს უნდა ებრძოდეს ხელისუფლება, მაგრამ არ ებრძვის იმიტომ , რომ ერის გენოციდი აქვს განზრახული , ეკოკატასტროფას ვიღა ჩივის პატარა გოგო-ბიჭების გვამები გამოაქვთ ბერას კლუბიდან!“- წერს გოცირიძე. ბერა გოცირიძის ბრალდებას უარყოფს და აღნიშნავს, რომ „ბასიანი“ მისი არასოდეს ყოფილა და არც რაიმე კავშირი აქვს მასთან. „კლუბი „ბასიანი“ ჩემი არასდროს ყოფილა, არც რამე კავშირი მაქვს მის მფლობელებთან და არასდროს ვყოფილვარ ამ დაწესებულებაში. პირადად მე და მთელს ჩემს ოჯახს დიდი სურვილი გვაქვს ამ კლუბში მომხდარი „მკვლელობების“ გამოძიებისა და დამნაშავეების სასტიკი დასჯის. იმედია ასეც მოხდება. მე კი გულწრფელად თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას“,- წერს ბერა.  ის ჟურნალისტებს მიმართავს, ვიდრე მის წინააღმდეგ ცილისმწამებელ ინფორმაციას გამოიყენებენ, ერთი დამამტკიცებელი საბუთი მაინც მოიძიონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონის წინაშე აგებენ პასუხს.  ზედოზირების შემთხვევები - რა არის სახელმწიფოს როლი WNM: ზედოზირებით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ მოხმარებისგან როგორ უნდა მოიქცეთ თუ ზედოზირების ფაქტს შეესწარით