ბლოგპოსტების კონკურსის პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 
დღეს გამოვლინდნენ „ლიბერალის“ კონკურსის პირველი ეტაპის გამარჯვებულები. „ლიბერალმა“ მოსწავლეებისთვის ბლოგპოსტების კონკურსი ერთი თვის წინ გამოაცხადა, კონკურსის თემა იყო - ბულინგი. რამდენიმე ათეული ნამუშევრიდან ჟიურიმ 15 ბლოგპოსტი გამოარჩია. დღეიდან ყოველდღე ერთი მათგანი გამოქვეყნდება. გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში, 31 მარტამდე გამოვლინდება  ორი გამარჯვებული. ერთ გამარჯვებულს გამოავლენს „ლიბერალის“ რედაქცია, მეორე გამარჯვებულს კი - liberali.ge-ზე წაკითხვის რაოდენობა, რომელიც აღირიცხება Analytics-ს მეშვეობით; გამარჯვებულები საჩუქრად მიიღებენ  300-ლარიან ვაუჩერებს წიგნის მაღაზიებში. პირველი ეტაპის გამარჯვებულები არიან: ნეკა ნათელაშვილი - რობერ შუმანის ევროპული სასწავლებელი, X კლასი, 15 წლის ლიკა ნოღაიდელი - ციხისძირის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე,17 წლის. მირზა დვალიშვილი - ალექსანდრე დიუმას სახელობის ბათუმის ქართულ-ფრანგული სკოლა. 12 კლასი. 18 წლის. ანა კვიკვინია -  ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე. 14 წლის ანა ეფემიაშვილი - 14 წლის, 112-ე საჯარო სკოლა, IX კლასი თეა იმნაძე - თეა იმნაძე, 15 წლის, ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მარიამ ჯაფარიძე - კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა, მე-10 კლასი. თაკო წიქარიშვილი - ქ. ხაშურის #7 საჯარო სკოლა, ასაკი: 18 წლის კლასი: მე-12 ირმა ასლანიშვილი - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას საჯარო სკოლა. 15 წლის. მე-10 კლასი ანა ჭკადუა -  16 წლის, თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა, XI კლასი. ანა ხვინთელანი - თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე თეკლა ხარაზიშვილი - 191-ე საჯარო სკოლა. ასაკი - 16 კლასი- XI მერი დარისპანაშვილი - საგარეჯოს N3 საჯარო სკოლის მე-11 მოსწავლე. 17წლის. საბა ბედინეიშვილი - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე. 16 წლის. სალომე გამგებელი - გორის რნ. სოფელ ყელქცეულის სსიპ ოთარ ჩხეიძის სახელობის საჯარო სკოლა. 17 წლის , XII კლასი.