ბსუ-ს ეთიკის საბჭო იმ სტუდენტს შეხვდება, რომელიც ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

 
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის საბჭო, დღეს იმ სტუდენტს შეხვდება, რომელიც ერთ-ერთ ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია აქვეყნებს.  ლექტორის მიერ სტუდენტის სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე შსს გამოკითხვებს აწარმოებს​ უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტმა 21 მაისს განაცხადა, რომ ლექტორი ინტიმური შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიდა. ამის შემდეგ უნივერსიტეტის  კომისიამ ლექტორს სალექციო საქმიანობის უფლება დროებით შეუჩერა. სტუდენტის ბრალდებას ლექტორი უარყიფს.  adjaratv.ge -ის მიხედვით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სტუდენტს სურს, ეთიკის საბჭოს სხდომა დახურულ ფორმატში წარიმართოს. კომისიის წევრები კი ამბობენ, რომ მხარეების მოთხოვნას გაითვალისწინებენ.