ბურჭულაძემ „საქართველოს განვითარების ფონდის“ დირექტორის პოზიციაზე მაჭავარიანი შეცვალა

 
„საქართველოს განვითარების ფონდმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ პაატა ბურჭულაძე ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დაიკავებს და ორგანიზაციაში მოქმედ თემატურ ჯგუფებს უხელმძღვანელებს. აქამდე ფონდს ვანო მაჭავარიანი ხელმძღვანელობდა. ფონდის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ვანო მაჭავარიანი საგარეო ურთიერთობების სფეროში, „საქართველოს განვითარების ფონდს“ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხელშეკრულების საფუძველზე დაეხმარება. „საქართველოს განვითარების ფონდი“ მუშაობის ახალ ფაზაში გადავიდა. ორგანიზაციაში მოქმედ თემატურ ჯგუფებს პაატა ბურჭულაძე უშუალოდ უხელმძღვანელებს და ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დაიკავებს. „საქართველოს განვითარების ფონდი“ მუშაობის ახალ ფაზაში გადადის. ვფიქრობ, ქვეყნის მდგომარეობა ყოველდღიურად შედის ჩიხში, ეს მავნე პროცესი კარგად ჩანს ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ რეალობაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.