ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგები ზურაბიშვილის შემწირველთა სიაში

 
„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შემწირველების სიაში ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგებიც არიან, რომლებიც კლინიკაში სხვადასხვა წამყვან თანამდებობებს იკავებენ (გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;  მმართველი საბჭოს თავმჯდომარე;, სამეანო განყოფილების უფროსი;  მეან-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი). ჩაჩავას მეანგინეკოლოგებმა ჯამში ზურაბიშვილს 140 000 ლარი შესწირეს. ესენი არიან: ნატა ყაზახაშვილი - ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. მან სალომე ზურაბიშვილს სექტემბერში 50 000 ლარი შესწირა. პალიკო კინტრაია - მეან-გინეკოლოგი, არის ჩაჩავას კლინიკის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე. ზურაბიშვილს 10 000 ლარი შესწირა. მან ასევე 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ 40 000 ლარი, ხოლო 2017 წელს 20 000 ლარი შესწირა. ნიკოლოზ კინტრაია - მეან-გინეკოლოგი, ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელძღვანელი. ნიკოლოზ კინტრაიამ ზურაბიშვილს 20 000 ლარი შესწირა. 2016 წელს კინტრაიამ „ოცნებას" 60 000 ლარი შესწირა, ხოლო 2017 წელს კი 40 000 ლარი. ზურაბ დარახველიძე - მეან-გინეკოლოგი, ჩაჩავას კლინიკის სამეანო განყოფილების უფროსი. ზურაბიშვილს 50 000 ლარი შესწირა. მან „ქართულ ოცნებას“ 2016 წელს 60 000 ლარი შესწირა. სოფიო თამაზაშვილი - მეან-გინეკოლოგი ჩაჩავას კლინიკაში. ზურაბიშვილს შესწირა 10 000 ლარი. მან 2016 წელს, „ქართულ ოცნებას" 20 000 ლარი შესწირა. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე ჩაჩავას კლინიკის აქციონერია. ის 2001 – 2016 წლებში „ჩაჩავას კლინიკის“ გენერალური დირექტორიც იყო. ზურაბიშვილის შემწირველთა შორის არის კიდევ ერთი მეან-გინეკოლოგი, ამჯერად ღუდუღაურის კლინიკიდან, რევაზ სულუხია, რომელმაც ზურაბიშვილს 10 000 ლარი შესწირა. სულუხიამ 2016 წელს 40 000 ლარი „ქართულ ოცნებასაც" შესწირა.