„ჩემთვის ეს გასაოცარი იყო“ - წულუკიანი გამოკითხვის დასრულების შემდეგ

 
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თეა წულუკიანის გამოკითხვა სულ 4 წუთი გაგრძელდა. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შეკითხვები მინისტრს მხოლოდ ოთარ კახიძემ დაუსვა. ერთ-ერთი შეკითხვა შოთაძის გადადგომის შემდეგ წულუკიანის განცხადებას შეეხებოდა. შეკითხვაზე, ისევ მიაჩნია თუ არა, რომ შოთაძის გადაწყვეტილება მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ სწორი იყო, უპასუხა, რომ დღესაც ასე ფიქრობს.  „ღია ეთერში გადაიცა და იყო სამი შეკითხვა, ვეთანხმები თუ არა, რომ ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო და ვუპასუხე, რომ ვეთანხმები, რომ არ უნდა გადამდგარიყო და ამას დღესაც ვეთანხმები. მეტი კითხვა არ დასმულა და ეს ჩემთვის გასაოცარი იყო. იმედია, ეს არ მიანიშნებს, რომ კომისიას არ სურს, სიღრმისეულად განიხილოს, თუ რა როლი აქვს იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის რეფორმებში." - განაცხადა წულუკიანმა.