ჩინეთში 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ 8 ადამიანი იმსხვერპლა

 
ჩინეთის ჩრდილო დასავლეთ რეგიონში, ქსინიანგში 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.  ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.  Reuters-ის ინფორმაციით, ქსინიანგში მიწისძვრები ხშირია, თუმცა მათი უმეტესობა მცირე ზარალს იწვევს.  ადგილობრივი ხელისუფლება მიწისძვრით გამოწვეულ ზარალს ამ დრომდე ითვლის.