"ჩვენ ვცხოვრობთ სერიალების, ჩანაწერების საბჭოთა პერიოდში" - ზურაბიშვილი ჩანაწერებზე

 
"მე ვგრძნობ დიდი უხერხულობს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ  ისევ სერიალების, ჩანაწერების საბჭოთა პერიოდში. როცა გაუთავებლად ვიღაცა დებს რაღაც ჩანაწერს. მე იმედი მაქვს რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს დასრულდება საბჭოთა პერიოდი." - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.  გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა" გაავრცელა ჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანი, „ქართული ოცნების" დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და  გენინსპრქციის ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ. საუბარი, სავარაუდოდ, ციხეშია ჩაწერილი.