„ჩვენი ბიჭები მაიკებს ჩაიცმევენ თუ არა, ეს არავის საქმე არ არის" - ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი

 
„მთელ მსოფლიოს აცვია გენო პეტრიაშვილის, ვლადიმერ ხინჩიგაშვილის გამოსახულებიანი მაისური. რატომ არ იძახით, რატომ გაცვიათ ბიჭებოო? მთელი მსოფლიო ჩვენს დროშას აქვეყნებს. ამდენი მედალი რომ გაკეთდა. ფედერაცია რომ ასეთი წარმატებულია ვინმეს უკითხავს? მოვიდნენ, ნახონ, რა პირობებში ვარჯიშობთ და ჩვენი ბიჭები მაიკებს ჩაიცმევენ თუ არ ჩაიცმევენ, ეს არავის საქმე არ არის უკაცრავად", - განუცხადა ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“.  „მოდი, მაშინ ერთ რამეს გეტყვით, საცოდავი ბიჭი, ტატუნაშვილი რომ ჩამოასვენეს. ზუსტად ეგ კაცი ჩაერია. მაგან გადაწყვიტა, ეგ კაცი ოჯახში როა დასაფლავებული. იცით ვინმემ? მტერი რომ გახდა უცებ. მოჭიდავეებმა გააკეთეს ზუსტად ეგ და არავინ იძახის მაგას, მარტო მაიკაზეა რუსეთის დროშა", - ამბობს გეგა გეგეშიძე.  ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი იანტბელიძე და მოჭიდავეები გენო პეტრიაშვილი, ზურაბ იაკობაშვილი და მამუკა ერაძე არიან. მათ რუსეთის დროშისფერიანი მაისურები აცვიათ, რომელზეც ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატის ძამბოლატ თედეევის სახეა დაბეჭდილი.  შესწორება:  „ლიბერალის" მასალის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ ძამბოლატ თედეევი დე ფაქტო ოსეთის პარლამენტის დეპუტატია.