ჩვენი მიზანია ფილმის ჩვენების ჩაშლა კომბლების, ჯოხების და რტყმევის გარეშე - გურამ ფალავანდიშვილი

 
„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე, გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლას კინოთეატრ „კავეაში", „თბილისი მოლის" და  ასევე, „ისთ პოინთის" ტერიტორიაზე აპირებს.  „ჩვენი მიზანია ფილმის ჩვენების ჩაშლა კომბლების, ჯოხების და რტყმევის გარეშე," - განაცხადა ფალავანდიშვილმა. . მისი თქმით, თუ ფილმის ჩვენება მაინც გაიმართება, პასუხისმგებლობა მთავრობამ უნდა აიღოს. „ვაპირებ, არაძალადობრივად გამოვრთო ფილმი და მოვაწყო პიკეტირება. თუ არ შეგვიშვეს, აწეული ხელებით მაინც შევალთ. მქონდა იდეა, დავმჯდარიყავი კინოთეატრში. თუ შსს-ის უნდა და იცავს ეკლესიის, ერის, ყველაფრის მიუხედავად ამ ფილმის გაშვებას, ხელებაწეულები შევეცდებით, ამას შევეწინააღმდეგოთ. ამ ფილმის გაშვება არის საშინელება. თუ ამ სამი დღის განმავლობაში მაინც გაიმართება ფილმის ჩვენება, პასუხი მთავრობას უნდა მოვთხოვოთ" შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი „ქვიარ" თემატიკაზე შექმნილი ქართულ-შვედური დრამის -„და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა პრემიერა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.