დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელად ამირან გამყრელიძე დაინიშნა

 
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე წარუდგინა. ცენტრის ხელმძღვანელის პოსტს ამ დრომდე ეკა ქავთარაძე იკავებდა, რომელიც ცენტრს ბოლო 6 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ამირან გამყრელიძის ბიოგრაფია მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. მუ­შა­ობ­და იმუ­ნო­ლო­გი­ის ინ­ს­ტი­ტუტ­ში, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ს­ტი­ტუტ­ში, არის სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სრუ­ლი პრო­ფე­სო­რი, იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტ­რი 2001-2004 წლებ­ში. მა­ნამ­დე, 4 წლის მან­ძილ­ზე, მუ­შა­ობ­და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტ­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის პოს­ტ­ზე. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვ­ლის შემ­დეგ მან თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. 1995-1997 წლებ­ში მუ­შა­ობ­და ჯან­დაც­ვის მარ­თ­ვის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. იყო თსსუს კლი­ნი­კუ­რი და ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის ინ­ს­ტი­ტუტ­ში ალერ­გი­ულ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი. დი­ა­ბე­ტი­ან ბავ­შ­ვ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი დი­ა­ბე­ტი­ა­ნი ბავ­შ­ვე­ბი­სად­მი გა­მო­ჩე­ნი­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბი­სა და დახ­მა­რე­ბის­თ­ვის ამი­რან გამ­ყ­რე­ლი­ძე ასო­ცი­ა­ცი­ის ოქ­როს მედ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა.