დაირა, გარმონი, დიპლიპიტო - რამდენიმე მუსიკალურ საკრავს კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა

 
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკლოზ ანთიძის ბრძანებით, რამდენიმე ძველ მუსიკალურ საკრავს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.  ასევე, სიაში მოხვდა გრამაფონი, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისშია დამზადებული ამერიკაში. დაირა -  შექმნის დრო და ადგილი უცნობია. მასალა, ზომა: ხე, ტყავი, სადაფი, ლითონი. დიამეტრი-37 სმ. დაცულია ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების სახ. მუზეუმში.  კალიოპე/კალიოპა - მე-19 საუკუნე. გერმანია. დადიანების ოჯახიდან. მემორიალური (მუსიკალური ინსტრუმენტი), ტექნიკის ან მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული.  ორკესტრიონი -  „BONAPARTE“ - მუსიკალური კარადა. დაახ. მე-19 საუკუნე. პატეფონი - კოლომნის პატეფონების ქარხანა. 1940 -იანი წწ. რუსეთი.