დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ვეფხია ბაქრაძის ნათესავსაც წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

 
ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის დანაშაულში ბრალდებულის ნათესავს, თეიმურაზ ბაქრაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.  თეიმურაზ ბაქრაძის ადვოკატი ვახტანგ აბესაძე გირაოს სახით 3 ათას ლარს მოითხოვდა. ადვოკატის თქმით, ბრალდებული გულწრფელად ნანობს და  ნასამართლევიც არასოდეს ყოფილა.  დღეს სასამართლომ ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 13 აპრილს 25 წლის ქალი ბარნოვის ქუჩაზე მდებარე სახლში მოკლეს. მას მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით დედის ყოფილმა მეუღლემ გამოჭრა ყელი. პირი მეორე დღეს დააკავეს.  მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით ედება, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. ვეფხია ბაქრაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. რაც შეეხება მის ნათესავს, რომელის სახლშიც დააკავეს ბრალდებული, დანაშაული შეუტყობინებლობის ბრალდებით 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შუფარდა