დარჩება თუ არა ბრიტანეთი ევროკავშირში? - ლიდერების შეხვედრა ბრიუსელში

 
ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის მათ რიგებში დარჩენა-არდარჩენის საკითხზე მსჯელობენ.  CNN-ის ინფორმაციით, ბრიტანეთს გამორჩეული წესებით სურს თამაში - მაგალითად, ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მცხოვრები მიგრანტების დახმარების ვალდებულება მოეხსნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კამერონი ამბობს, რომ ბრიტანელი ხალხი ევროკავშირიდან გასვლას დაუჭერს მხარს. ამ საკითხზე შეთანხმება კამერონს იმისთვის სჭირდება, რომ მოსახლეობას ევროკავშირიდან გასვლის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიაღებინოს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის განცხადებით, ბრიუსელის სამიტის პირველ დღეს გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.  მან დილიდანვე დაიწყო შეხვედრები ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონთან და სხვა ლიდერებთან. BBC-ის ინფორმაციით, აღმოჩნდა, რომ საკითხზე პოზიციები იმაზე მეტად გაიყო, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა. დევიდ კამერონი ცდილობს, რეფერენდუმის გამართვაამდე თავისი პოზიციები დაიცვას. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის თქმით, აშკარაა, რომ გადაწყვეტილება ადვილი მისაღები არ იქნება.  ევროკავშირის საბჭოს შეხვედრა ხუთშაბათს რამდენიმე საკითხზე შეთანხმების გარეშე დასრულდა. წყაროები აცხადებენ, რომ დიალოგი ინტენსიური და კონსტრუქციული იყო. მათი თქმით, ქვეყნებმა სურვილი გამოთქვეს, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში დარჩეს.