დედას მიჯაჭვულობა ჰქონდა ბავშვთან, იყო მზრუნველი - სამინისტრო 4 წლის გარდაცვლილი ბავშვის საქმეზე
„სამწლინახევრის განმავლობაში არც ერთხელ არ ყოფილა ნიშანი ძალადობის. არც ამ და არც სხვა ბავშვების მიმართ. ძალადობის ნებისმიერი ნიშანი შესანიშნი იქნებოდა.“ - ამბობს მარი წერეთელი.
მისივე თქმით, ბავშვის დაბადებიდან მალევე დედამ მიმართა სააგენტოს და გოგონას მინდობით აღზრდაში გადაყვანა მოითხოვა, მიზეზად კი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა.
„სამ წელიწად-ნახევარი როცა იყო, მინდობით აღზრდაში ხდებოდა მის განვითარებაზე მეთვალყურეობა. ასევე ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის მეთვალყურეობა. ამ პერიოდის განმავლობაში დედა სისტემატურად დადიოდა, იყო ჩართული ბავშვის განვითარებაში. დედას ჰქონდა მიჯაჭვულობა ბავშვზე, იყო მზრუნველი. ხშირად მოდიოდა და ნახულობდა“ - განაცხადა მარი წერეთელმა.
მისივე თქმით, მინდობით აღზრდიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების გადაწყვეტილების შემდეგ ბავშვის ოჯახში რეინტეგრაციის პროცესს სოციალური სამსახური მეთვალყურეობდა.
მარი წერეთლის თქმით, ბავშვის ჰიგიენური მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი და 6 იანვრამდე მათთვის ბავშვებზე ძალადობის შესახებ არაფერი იყო ცნობილი.
რაც შეეხება 6 იანვარს მომხდარ ფაქტს, როცა მეზობლებმა გამოიძახეს პატრული. ამ საკითხს მარი წერეთელის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტის სამსახური სწავლობს და თუ დადგინდა სოციალური სამსახურის თანამშრომლების გადაცდომა, დადგება მათი პაუხისმგებლობის საკითხი, მოკვლვის შედეგები კი საზოგადოებას ეცნობება.