დეპუტატი თამაზ მეჭიაური დავით ზურაბიშვილზე: „პიდარასტებშიც" არიან მაგაზე ღირსეულები
ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა გაზეთ „კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში „რესპუბლიკური პარტიის" და თბილისის საკრებულოს წევრის, დავით ზურაბიშვილის შესახებ საუბრისას ქსენოფობიური და ჰომოფობიური გამონათქვამები გამოიყენა.
„დავით ზურაბიშვილს საერთოდ არ ვიცნობ, თავის განცხადებაში „პიდარასტებთან“ ერთად სიტყვა სომეხიც ახსენა, უკაცრავად, მაგრამ ესენი ისე იქცევიან, ნებისმიერი სომეხი უკეთესია", - თქვა თამაზ მეჭიაურმა, - „დავით ზურაბიშვილი რომელიმე სომეხს სჯობს? ან რა შუაშია აქ სომეხი, სხვათა შორის მე მგონი, „პიდარასტებშიც" არიან მაგაზე ღირსებულები. აგერ ვარ პარლამენტში, აქ ხმას არ იღებენ, პირადად ერთი სიტყვაც არ უთქვამთ, გამოვიდნენ და გახსნეს საინფორმაციო ფრონტი".
ამავე ინტერვიუში მეჭიაური აღნიშნავს, რომ „ესენი" ბიძინა ივანიშვილის წინაშე უმადურები არიან. როგორც დეპუტატი ამბობს, რომ არა ივანიშვილი, მარგველაშვილი ერთი რიგრთი „ენჯეოშნიკი" იქნებოდა.
„მე არასამთავრობოებს შეურაცხყოფას არ მივაყენებდი ერთი მიზეზის გამოც, დღეს საქართველოში ყველაზე დიდი „ენჯეოშნიკი“ ბიძინა ივანიშვილია", - აცხადებს თამაზ მეჭიაური.
2 სექტემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდნეტის მიერ დადებული ვეტოს განხილვისას თამაზ მეჭაურმა ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა იმაში, რომ „მან ერთ „ენჯეო-ელ სოროსელს“, რომელსაც საქსოვი ჩხირები ეჭირა, ის ხელიდან გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა“.
მოგვიანებით, თამაზ მეჭიაურის განცხადებას დავით ზურაბიშვილი გამოეხმაურა. „ეჭვი მაქვს, თამაზ მეჭიაურისთვის "ენჯეოელი", "სოროსელი," იეღოველი," "სომეხი" და "პიდარასტი" დაახლოებით ერთი და იგივეა. უკუღმართ დროებას რა ვუთხარი, თორემ მე და ეს კაცი რანაირად უნდა ვითვლებოდეთ ერთ გუნდში?", - დაწერა Facebook-ის პირად გვერდზე ზურაბიშვილმა.