დღეიდან სპეციალური მასწავლებლები მასწავლებლის სტატუსით ისარგებლებენ
დღეს პარლამენტმა მიიღო ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება, რომლის ფარგლებში ინკლუზიურ განათლებაში შევიდა ცვლილებები:
„კანონში შეტანილი ცვლილების საფუძველზე ინკლუზიურ განათლებაში დასაქმებული სპეციალისტები სისტემამ აღიარა მასწავლებლად. მათი სამუშაო დატვირთვა და სახელფასო განაკვეთი გაუთანაბრდება მასწავლებლის, პარალელურად მიმდინარეობს და დამტკიცდება სპეციალური მასწავლებლის დაფინანსების წესი და პროფესიული განვითარების სქემა, რაც მათი პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის საშუალება იქნება, "- ამბობენ განათლების სამინისტროში.