დღეს გიორგი მარგველაშვილი აფგან მუხთარლის მეუღლეს შეხვდება

 
დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლეს, ლეილა მუსტაფაევას შეხვდება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საზოგადობრივ მაუწყებელს განუცხადეს, შეხვედრა 15:00 საათზე შედგება და თემა მუხთარლის საქმესთან დაკავეშირებით განვითარებული მოვლენები იქნება.  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ლეილა მუსტაფაევა ადვოკატთან ერთად მივა.