დღეს სალომე ზურაბიშვილი სოფელ ატოცში ჩავა
დღეს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში ჩავა. მისი შტაბის ინფორმაციით, ზურაბიშვილი სოფელში ვიზიტს 16 საათისთვის გეგმავს.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ახალ ღობეს აშენებენ. ამის ამსახველ კადრებს „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
სოფელ ატოცთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ახალ ღობეს აშენებენ
6 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა და დაგმო სოფელ ატოცთან საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრების დაწყება. საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს „საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები... და გაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები საქართველოს ტერიტორიიდან“.
საოკუპაციო ხაზის საკითხის გამოსასწორებლად გაპრეზიდენტებისთანავე შევუდგები მუშაობას - ზურაბიშვილი