დღეს სასამართლო „ბირჟა მაფიის“ წევრების წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებაზე იმსჯელებს
ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრების, მგალობლიშვილისა და ქებურიას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხს სააპელაციო სასამართლო დღეს განიხილავს. მიშკა მგალობლიშვილის სასამართლო პროცესი 14:00 საათზე გაიმართება, გიორგი ქებურიას პროცესი კი - 15:00-ზე.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ჯგუფ „ბირჟა მაფიის" ორი წევრი 7 ივნისს დააკავეს. საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მათ პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ისინი იმ კლიპის გამო დააკავეს, რომელშიც პოლიციელია გაშარჟებული.