დღეს შიიტი მუსლიმები წმინდა მუჰამედ შუამავლის დაბადების დღეს ზეიმობენ
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შიიტ მუსლიმებს წმინდა მუჰამედ შუამავლის დაბადების დღეს ულოცავს.
„დღეს შიიტი მუსლიმები წმინდა მუჰამედ შუამავლის დაბადების დღეს ზეიმობენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს მათ, განსაკუთრებით კი, საქართველოში მცხოვრებ შიიტ მუსლიმებს ამ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს და მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ", - ნათქვამია მილოცვაში, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.