დღეს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება
„თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 16 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისში რამდენიმე რაიონის ქუჩას.
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის V კვარტლის, ნაკადულის (ნაწილობრივ), სამასი არაგველის (ნაწილობრივ), ქინძმარაულის (ნაწილობრივ), თაკვერის, ჩხავერის და საფერავის ქუჩების მცხოვრებლებს.
ასევე, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, რევაზ მამისაშვილის, ლორთქიფანიძის, ნაკადულის (ნაწილობრივ), ქინძმარაულის (ნაწილობრივ) და ანდრია დადიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ბეჟანიშვილის, შერვაშიძის, ჟორდანიას და ხუდადოვის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
ასევე, 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჟღენტის, ირემაშვილის, ხვანჭკარის, ტყიბულის, ჩარგლის, მაღალაშვილის, სიხარულიძის, გარიყულის, თიანეთის, ბარამიძის და გამყრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
აღნიშნული სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უშანგი ჩხეიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, ცაბაძის და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის, კოლმეურნეობის მოედნის, ბამბის რიგის, რკინის რიგის, ვერცხლის, ერეკლე მეორის, ალექსანდრე დიუმას, შოთა ნიშნიანიძის, იეთიმ გურჯის, ჩახრუხაძის, ივერიის, შავთელის, თუმანიანის, ლეონიძის, სანაპიროს, ილია და ნინო ნაკაშიძეების, ბარათაშვილის, ავლევის, ყავლაშვილის, აკოფიანის, გორგასლის, ანტონ კათალიკოსის, აბესაძის, ათონელის, ვახტანგ ბერიძის, ტყავის, ალექსანდრე ჩიკვაიძის, ფურცელაძის, ვეკუას, ორბელიანის, პუშკინის, ეფრემ მცირეს და შარდენის ქუჩების მცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, თამარაშვილის, ანტონოვსკაიას, უნივერსიტეტის და დელისის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გობრონიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის და ლეჟავას ქუჩის მცხოვრებლებს.