დიდ დიღომში მე-8 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა და დაიღუპა

 
დიდ დიღომში მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა დღეს, 25 მაისს,  პეტრე იბერის ქუჩაზე მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია ლიბერალს შსს-ში დაუდასტურეს. სამწუხაროდ, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით  მოსპობას გულისხმობს.