„დიდება სტალინს“ - პრორუსული აქცია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას ითხოვს
ამ წუთებში ე.წ. უკვდავი პოლკის წევრები და მათი მომხრეები ვაკის პარკში მსვლელობას მართავენ.
გამომსვლელები სკანდირებენ „დიდება დიდ სტალინს“, მათ ხელში საბჭოთა დიქტატორის სურათები და წითელი დროშები უჭირავთ.
ერთ-ერთი გამომსვლელი ასევე მოითხოვს რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გადადგან ნაბიჯები ამისკენ.
„უკვდავი პოლკის" მსვლელობა, რომელიც რუსეთში დაარსდა, წელს საქართველოშიც იმართება.