დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება ელისო კილაძის წინააღმდეგ ქარტიამ დასაშვებად ცნო
როგორც ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადავო გახდა მასალა, რომელიც „ქრონიკა +-მა" 5 ივნისს გამოაქვეყნა სათაურით, „კორუფცია VS მართლმსაჯულება“ დაიჭერენ თუ არა დიმიტრი ქუმსიშვილს და ზურაბ ალავიძეს?" სტატია ეხება თბილისში, 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის გამოძიებასა და სასამართლო პროცესში დიმიტრი ქუმსიშვილის ჩართულობას, რაც განმაცხადებლის მტკიცებით, არ შეესაბამება სიმართლეს.
მათივე ცნობით, დიმიტრი ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ ელისო კილაძემ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები, ვინაიდან გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა.
ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება დასწრება.