ეგვიპტეში წმ. ეკატერინეს მონასტერთან თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მ აიღო

 
ეგვიპტეში სინის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში წმ. ეკატერინეს სახელობის მონასტერთან სროლის შედეგად პოლიციელი დაიღუპა. BBC-ის ინფორმაციით,პოლიციის კონტროლირებულ გამშვებ პუნქტს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს.  მონასტრის შესასვლელიდან რამდენიმე ასეულ მეტრში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.  წმ. ეკატერინეს მონასტერი ერთ-ერთი უძველესია ქრისტიანულ მონასტრებს შორის და ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შედის.  ეგვიპტეში თავდასხმების გახშირებას კაიროში რომის პაპის  დაგეგმილ ვიზიტს უკავშირებენ. პაპი კაიროში10 დღეში უნდა ჩავიდეს.