ექსკურსიაზე მყოფი მასწავლებელი კლდიდან გადავარდა და გარდაიცვალა
ბორჯომის რაიონის სოფელ ქვაბისხევში ექსკურსიაზე მყოფი მასწავლებელი თამარ გოზალიშვილი კლდიდან გადავარდა და გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
გარდაცვლილი გორის მესამე საჯარო სკოლაში მათემატიკას ასწავლიდა. სკოლის დირექტორის, ვახტან სუხიტაშვილის თქმით, გარდაცვლილს დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
„ძალიან სამწუხარო ამბავი შეგვემთხვევა. მხოლოდ მასწავლებლები ვიყავით ექსკურსიაზე, ასეთი ტრაგიკული აღმოჩნდა ჩვენი სკოლისთვის სასწავლო წლის დამთავრება“,- განუცხადა qartli.ge-ს სკოლის დირექტორმა.
ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, ამავე სკოლის მოსწავლეს გორში მანქანა დაეჯახა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.