ექსპერტთა შეფასებით, უნივერსიტეტების ნაწილისთვის ავტორიზაციის ვადის გახანგრძლივება დაუშვებელია

 
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები ხელს შეუშლის უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების პროცესს. უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტები პარლამენტის თავმჯდომარესა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიმართავენ, არ დაუშვან ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მიღება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას აუცილებელია, წინ უძღოდეს განხილვები ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. განცხადებას ხელს აწერს უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტები: ლალი ბაქრაძე თამარ ბრეგვაძე ირმა გრძელიძე ირინე დარჩია აბდულ კახიძე მარინა ქარჩავა ქეთი ცოტნიაშვილი ლიკა ღლონტი