ექთნების 84.6%-ის ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია - „ექთნების შრომის პირობები საქართველოში“
დღეს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში „სოლიდარობის ქსელის“ კვლევის „ექთნების შრომის პირობები საქართველოში” პრეზენტაცია გაიმართა.
ორგანიზაციის წამომადგენელთა განცხადებით, 2017 წლის დეკემბრის თვეში მ. იაშვილის ბავშვთა კლინიკის გახმაურებული რეორგანიზაციის შემდეგ 2018 წელს რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა, რომელმაც მოიცვა 200 ექთანი და „გამოკვეთა ჯანდაცვის სფეროში არსებული კრიზისული მდგომარეობა“.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 95% კანონით დადგენილ 40 საათზე მეტს მუშაობს; 84.6%-ის ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია; 100% არ იღებს ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ანაზღაურებას არც ჩვეულებრივ და არც უქმე დღეებში.
კვლევის ძირითადი მიგნებები:
კვლევის მიხედვით:
„თუ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით ერთ ექთანზე საშუალოდ 4-6 პაციენტი მოდის, ჩვენს შემთხვევაში პაციენტთა რაოდენობა ძირითადად 11 შეადგენს; თუ საერთაშორისო პრაქტიკით მაღალი საათობრივი განაკვეთი 12 საათია, ჩვენს ქვეყანაში მინიმალური 16, ხოლო მაქსიმალური 24 საათიანი მორიგეობაა“, - აცხადებენ „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენლები.
მათივე განცხადებით, ქვეყანაში ექთნების მკვეთრი დეფიციტია, რადგან არ არსებობს არც მატერიალური და არც პროფესიული მოტივაცია ამ პროფესიის შენარჩუნებისთვის. რეგულაციების არარსებობის პირობებში კი ექთნების შრომისუნარიანობა დღითიდღე სუსტდება;
„ჩვენ გვყავს ექთნები, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე ექმნება მათი სამუშაო გრაფიკისა და დატვირთვის გამო. საბოლოოდ, ყოველივე პაციენტებზე აისახება!
პაციენტთა ჯანმრთელობა პირდაპირ დამოკიდებულია სამედიცინო პერსონალის შრომის პირობებზე. ექთნების შრომის პირობები, კი კაბალურია!“.
კვლევის მეთოდოლოგია: