ერაყში ბორნის ჩაძირვას 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ერაყში მდინარე ტიგროსში ხალხით სავსე ბორანი ჩაიძირა, რასაც მინიმუმ 70 ადამიანი ემხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით, ქალაქ მოსულში მოხდა. მოსულის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ბორანზე 100-მდე ისეთი ადამიანი იყო, რომელსაც ცურვა არ შეეძლო.
გავრცელებული ინფორმაციით, ბორანს გეზი ტურისტული კუნძულისკენ ჰქონდა, სადაც ქურთები მათ ახალ წელს - ნოვრუზს აღნიშნავდნენ.
BBC-ის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია მდიანრე ტიგროსში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
პრემიერ-მინისტრმა ადელ აბდულ მაჰდიმ მომხდარის გამოძიება მოითხოვა. მოსულთან კაშხლის გაშვების გამო ხელისუფლება ბოლო დღეებში მოქალაქეებს წყლის დონის აწევის შესახებ აფრთხილებდა. საწყალოსნო ბიზნესოპერატორებს ამ გაფრთხილების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ.