5 ხრიკი რომელიც უნდა გამოიყენო ვინდოუსის გადაყენების დროს
ვინდოუსის გადაყენება ხშირად გარკვეულ პრობლემებს უკავშირდება და ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემა ფაილების წაშლაა.
პრობლემების თავიდან ასაცილებლად გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ 5 მნიშვნელოვანი ხრიკი, რომელიც ვინდოუსის გადაყენების პროცესს სწრაფსა და ეფექტურს ხდის და რაც მთავარია, თავიდან აგაცილებთ დამატებით პრობლემების წარმოქმნას.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, პირველი და გავრცელებული პრობლემა ფაილების შენახვაა. ბევრ მომხმარებელს ავიწყდება ფაილების შენახვა ან უბრალოდ გონიათ, რომ ფაილებს საფრთხე არ ემუქრება. ასე რომ არ დაგავიწყდეთ ფაილების შენახვა D დისკზე. სანამ ვინდოუსს გადააყენებ, გამოიყენე „Windows Old“ ან მონაცემთა გადატანის პროგრამები (MiniTool Partition Wizard), იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი ფაილები არ დაიკარგოს.
გსმენიათ “Rufus”-ისა და “UltraISO”-ს შესახებ? Windows-ის ფლეშკიდან სწრაფად ჩასატვირთად Rufus და UltraISO საუკეთესო პროგრამებია. სხვათაშორის Rufus უფრო სწრაფია და შესაბამისად ხშირად იყენებენ. აქვე გაითვალისწინეთ მნიშვნელოვანი რჩევა: ყოველთვის გქონდეთ მინიმუმ 2 სხვადასხვა Windows-ის ISO ფაილი იმ შემთხვევისთვის, თუ ერთი დაზიანებული აღმოჩნდა.
ხომ იცით, რომ Windows-ის გადაყენების შემდეგ, დრაივერების ხელით დაყენება დიდ დროს მოითხოვს? სწორედ ამიტომ გამოიყენეთ Snappy Driver Installer ან DriverPack Solution და დრაივერები ავტომატურად დაყენდება.
იცოდი, რომ Windows 10/11-ს შეუძლია ავტომატურად ამოიცნოს ძველი ლიცენზია, შესაბამისად ხელახლა დაყენებას არ მოითხოვს.
UEFI vs Legacy თუ ვინდოუსის ინსტალაციისას ჩნდება შეცდომები ისეთი, როგორიცაა Windows cannot be installed on this disk შეამოწმე BIOS-ის რეჟიმი. ხომ იცი, თანამედროვე სისტემები იყენებენ UEFI-ს, ხოლო ძველი სისტემები – Legacy-ს.
ვინდოუსის ლიცენზია
ახლა კი მოდი დეტალურად განვიხილოთ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა - ვინდოუსის ლიცენზიის დაკარგვა. მთავარი პრობლემა ის არის, რომ მომხმარებლებმა არ იციან ლიცენზიის არსებობის შესახებ ან სხვა შემთხვევაში ვერ იმახსოვრებენ/ავიწყდებათ Product Key.
მაშ ასე, განვიხილოთ გზები ვინდოუსის ისე გადაყენების, რომ აქტივაციის პრობლემა ავირიდოთ თავიდან.
პირველ რიგში დავიწყოთ იმით, თუ როგორ უნდა გავიგოთ, აქვს თუ არა ლიცენზია კომპიუტერს?
გახსენით Command Prompt (CMD) ადმინისტრატორის უფლებით და ჩაწერეთ: slmgr /xpr. თუ გამოჩნდა "The machine is permanently activated", ეს ნიშნავს, რომ ვინდოუსი უკვე აქტიურია მაგრამ, თუ წერია „Windows is not activated“, ესე იგი ლიცენზია არ არის.
როგორ დავადგინოთ ვინდოუსის ლიცენზიის ტიპი?
გამოიყენე ეს კოდი:
slmgr /dlv
და მოდი აქვე განვიხილოთ ლიცენზიის ტიპები:
• OEM – გადაყენების შემდეგ აქტიურდება ავტომატურად, რადგან ლიცენზია BIOS-შია ჩაშენებული.
• Retail – ლიცენზია შეგიძლია Microsoft-ის ანგარიშთან დააკავშირო.
• Volume MAK/KMS – სამსახურების და უნივერსიტეტების ლიცენზიაა და შესაძლოა მოითხივდეს ხელახლა გააქტიურებასაც.
როგორ ამოვიღოთ ვინდოუსის ლიცენზიის გასაღები ანუ Product Key?
იმ შემთხვევაში თუ ვინდოუსი აქტიურია და გსურს ლიცენზიის კოდის შენახვა:
გახსენი CMD ადმინისტრატორის უფლებით და ჩაწერე:
wmic path SoftwareLicensingService get OA3xOriginalProductKey
ვინდოუსის გადაყენების შემდეგ ლიცენზიის დაბრუნება.
თუ მომხმარებელს Microsoft-ის ანგარიში აქვს დაკავშირებული მაშინ ლიცენზია ავტომატურად დაბრუნდება.
ვინდოუსის დაყენების შემდეგ Settings → Update & Security → Activation განყოფილებაში უნდა შეხვიდეთ და დააკლიკოთ „Troubleshoot“, რომ ლიცენზია აღდგეს და თუ ლიცენზია BIOS-შია
Windows 10/11-ს შეუძლია ავტომატურად ამოიცნოს ლიცენზია.
მაშინ რა ხდება იმ შემთხვევაში თუ კომპიუტერს არ ჰქონდა ლიცენზია?
ამ შემთხვევაში საჭიროა ახალი ლიცენზიის შეძენა ან KMS მეთოდების გამოყენება, თუმცა ეს უკანასკნელი ოფიციალური გზა ნამდვილად არ არის.
და ბოლოს, მოდი ვისწავლოთ თუ როგორ უნდა დავამატით ლიცენზია ხელით.
იმ შემთხვევაში თუ ლიცენზიის კოდი გაქვს და არც Windows-ი არ არის გააქტიურებული:
გახსენი CMD ადმინისტრატორის უფლებით და ჩაწერე:
slmgr /ipk XXXXX-XXXXX-XXXXX-XXXXX-XXXXX - სწორედ ეს არის შენი ლიცენზიის კოდი.
შემდეგ განაახლე აქტივაცია:
slmgr /ato
თუ ყველაფერი სწორად გააკეთე ვინდოუსი გააქტიურდება.
და მაინც Microsoft-ის ანგარიშის გამოყენება საუკეთესო მეთოდია, რომ ლიცენზია არ დაიკარგოს.