"ეს არ არის ჩემი სახლი" - დოკუმენტური ფილმი დევნილი ქალების შესახებ
19 თებერვალს, 19:00 საათზე, ფრონტლაინ ჯორჯია კლუბში (მისამართი: თბილისი, ლადო ასათიანის 62) სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) გიწვევთ დოკუმენტური ფილმის, „ეს არ არის ჩემი სახლი“, ჩვენებაზე.
ფილმი გადაღებულია „ლიბერალის“ მიერ „ქალთა გლობალური ფონდის “ მხარდაჭერით და გვიჩვენებს აფხაზეთიდან დევნილი 4 ქალის ისტორიას, რომელთაც ერთი საერთო ნიშანი - მომავლის რწმენა და სახლში დაბრუნების სურვილი აერთიანებთ.
იძულებით გადაადგილებული პირები და მათი შვილები ომის შედეგებს დღემდე იმკიან. ფილმში ოთხი ქალი საკუთარ ამბავს ჰყვება, - თუ როგორი ახსოვთ მათ საკუთარი ცხოვრება ომამდე და რა შეიცვალა ომის შემდეგ, როგორ მოახერხეს საკუთარი თავის დამკვიდრება ახალ გარემოში და როგორ იბრძვიან დღემდე.
მათი ისტორია განსხვავებულია: ზოგიერთი ახერხებს დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთას და ახლობლებთან ურთიერთობას ინარჩუნებს,ზოგიერთი კი ამისთვის მზად არ არის, თუმცა ყოველდღე ელოდება სახლში დაბრუნებას.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.
#მალე „ლიბერალსა" და csdc-itv.ge-ზე ბასტი მგალობლიშვილისა და დათო ფარულავას დოკუმენტური ფილმი „ეს არ არის ჩემი სახლი" აფხაზეთიდან დევნილი ქალების შესახებ.ფილმის პრეზენტაცია 19 თებერვალს, ფრონტლაინ ჯორჯია კლუბში გაიმართება. https://www.facebook.com/events/1001572079902569/#ლიბერალი #CSDC