ეს არ იყო კარგი განცხადება, ვაღიარებ ამ ტრიბუნიდან - წულუკიანმა ბოკუჩავას მიმართა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მისი გუშინდელი განცხადება თინა ბოკუჩავაზე კარგი არ იყო.
“თქვენზე ვთქვი, რომ თქვენი განცხადებები იყო ზედაპირული, მაგრამ თქვენ ლამაზი ქალი ხართ. ეს არ არის კარგი განცხადება. ვაღიარებ ამ ტრიბუნიდან, მაგრამ თქვენ ხართ ლამაზი და განათლებული ქალი. ვასწორებ ამ განცხადებას, მაგრამ ამის სანაცვლოდ თქვენ დამპირდით, როდესაც მითხარით, რომ თქვენმა ლიდერმა ჩემზე უხამსობები რომ თქვას გენდერული ნიშნით.. დიახ, სააკაშვილი არის უხამსი კაცი, რომელმაც ჩემზე უხამსობითა და გენდერული ნიშნით ანეგდოტები მოყვა. თქვენ თქვით, რომ ჩემი ლიდერი როცა თავს დაგესხმებათ, დაგიცავთო. ახლა ვითხოვ, რომ თქვენ დამიცვათ, როცა მომავალში სააკაშვილი გენდერული ნიშნით თავს დამესხმება,”- მიმართა თეა წულუკიანმა პარლამენტში თინა ბოკუჩავას.
ქალბატონი თინა ბევრ უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს და ამავე დროს ლამაზი ქალია - წულუკიანი
თეა წულუკიანი გენდერულად არასენსიტიურია - თინა ბოკუჩავა