ესპანეთში მაშველები 9 დღეა, 100-მეტრიან ჭაში ჩავარდნილი 2 წლის ბავშვის ამოყვანას ცდილობენ

 
ტოტალანში, ესპანეთის სამხრეთ რეგიონში, 9 დღეა, სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები 100-მეტრიან ჭაში ჩავარდნილ ბავშვთან მიღწევას ცდილობენ. ამ დროისთვის უცნობია, ცოცხალია თუ არა 2 წლის ჯულიენი, რომელიც ჭაში 13 იანვარს ჩავარდა. ბავშვთან მისვლა პარალელური ორმოს საშუალებით იგეგმება, რადგან ჭა, სადაც 2 წლის ბიჭი ჩავარდა, სულ 25 სანტიმეტრის სიგანისაა. მაშველებმა ჭის პარალელურად თითქმის 60-მეტრიანი ორმო ამოთხარეს, მაგრამ 21 იანვარს მათ კლდის სქელი ფენა შეხვდათ, რამაც მუშაობა უფრო გაართულა. ესპანელ მაშველებსა და მეშახტეებს იმ შვედური კომპანიის თანამშრომლებიც ეხმარებიან, რომლებმაც 7 წლის წინ ჩილეში მიწის ქვეშ მოყოლილი 33 მეშახტე 69 დღის შემდეგ გამოიყვანეს. ჯულიენის მშობლებმა 2017 წელს ერთი ტრაგედია უკვე განიცადეს. მათი სამი წლის შვილი მოულოდნელად სანაპიროზე სეირნობისას გულის შეტევით გარდაიცვალა.